თეგებით ძიება
16. 02. 2016 News-ები

ლარის გამყარებასთან დაკავშირებით მთავრობა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს

პრემიერ-მინისტრი ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის, განცხადებას ეროვნული ვალუტის მოსალოდნელ გამყარებასთან დაკავშირებით იზიარებს და ამბობს, რომ მთავრობა ლარის გამყარებისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს.

ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ფინანსთა მინისტრის განცხადება ეყრდნობოდა რამდენიმე ფაქტორს. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცა, რომელიც დაკავშირებული იქნება საგადასახადო რეფორმასთან და იმ სარეფორმო პაკეტთან, რომლითაც ჩვენ შევდივართ პარლამენტში. ეს იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რადგან დაახლებით 330-დან 400 მილიონ ლარამდე მოხდება, როგორც ადმინისტრაციული ხარჯების, ასევე სხვადასხვა მუხლებში ხარჯების შეკვეცა,“ - განაცხადა გიორგი კვირკაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა