თეგებით ძიება
17. 02. 2016 News-ები

თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი იხურება

თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი იხურება. ცენტრს, რომელიც ერთი წლის წინ შეიქმნა, მერის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი ხელმძღვანელობდა.

„ჩემი გადაწყვეტილებით, გრძელდება პროცესი, რასაც ჰქვია ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვა. მივიღეთ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, არასამეწარმეო იურიდიული პირი, რაც ქალაქ თბილისის მერიის ქვემდებარეა, მოხდეს მათი ოპტიმიზაცია“, - განაცხადა მერმა. მარგიშვილმა კომენტარი აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე, არ გააკეთა.

შეგახსენებთ, ცენტრი თბილისის ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარით ფინანსდებოდა, რაც კითხვებს აჩენდა, როგორც ოპონენტებში, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებში.
news.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა