თეგებით ძიება
10. 03. 2016 News-ები

ჯოან როულინგის ახალი მოთხრობების სერია Magic in North America

ჯოან როულინგი აქვეყნებს მოთხრობების სერიებს სახელწოდებით \'\'Magic in North America\'\', რომელიც დაკავშირებული იქნება მოვლენებით და გმირებით ცნობილ ჯადოქარ ჰარი პოტერთან.

არსებული ინფორმაციით მოთხრობები გამოქვეყნდება 8 მარტიდან 11 მარტამდე საიტ Pottermore-ზე სხვადასხვა ენებზე. პირველი მოთხრობა უკვე გასაჯაროვდა.

პირველი ისტორია მოგვითხრობს იმის შესახებ, რომ ჯადოქრობა იცოდნენ ამერიკაში დიდი ხნით ადრე მაგლებამდე (ადამიანები, რომლებიც არ ფლობენ ჯადოქრობას). მწერალი ასევე მოგვითხრობს იმის შესახებ, რომ ბევრი ინდიელი მე-17 საუკუნეში ფლობდა მაგიას და გადასცემდნენ ამ უნარს თაობიდან თაობას. უბრალო ადამიანები აღფრთოვანებულები იყვნენ ჯადოქრებით, მათ ხომ შეეძლოთ ადამიანების განკურნვა. თუმცა, არსებობდნენ ისეთებიც, რომლებიც ჯადოქრებს ცეცხლზე წვავდნენ, ადანაშაულებდნენ მათ დემონთან კავშირში. ასევე მოთხრობილია ლეგენდა ბოროტ სულზე, და ისტორია ჯადოსნურ ჯოხზე. მთელი ისტორია ხელმისაწვდომია საიტ Pottermore-ზე ინგლისურ ენაზე.

გამოცემა Entertainment Weekly-იმ კი გამოაქვეყნა ამ მოთხრობის შესახებ ვიდეო-რგოლი.
შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის მუშაობა მიმდინარეობს პიესა \'\'Harry Potter and the Cursed Child\'\'-ზე, რომელიც მოგვითხრობს ისტორიას ცნობილ ჰარი პოტერზე. მოვლენები ვითარდება 19 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ჰარი პოტერმა სიკვდილის საჩუქრები გაანადგურა. უკვე ცნობილია, ვინ შეასრულებს მთავარ როლს თეატრალურ დადგმაში.

ჯოან როულინგის ახალი მოთხრობების სერია Magic in North America

ჯოან როულინგის ახალი მოთხრობების სერია Magic in North America

ჯოან როულინგის ახალი მოთხრობების სერია Magic in North America


სპეციალურად: GOGAGGG.com-ისთვის
ავტორი: თეკლა ლთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა