თეგებით ძიება
21. 10. 2024 მსოფლიო

დონალდ ტრამპმა McDonald’s-ში გამყიდველად იმუშავა (ვიდეო)

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა პენსილვანიის შტატის ქალაქი პიტსბურგში სწრაფი კვების რესტორან McDonald’s-ში გამყიდველად იმუშავა. ამის შესახებ azfamily.com იუწყება.

ტრამპმა ასე ტროლინგი მოუწყო აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატს კამალა ჰარისს, რომელმაც ადრე თქვა, რომ ახალგაზრდობაში McDonald's-ში მუშაობდა.

„McDonald's-ში კარტოფილი ფრი შევწვი და მე რესტორანში კამალაზე 15 წუთით მეტი ვიმუშავე“, - განაცხადა ტრამპმა.

პენსილვანია აშშ-ის ე.წ. „მერყევ შტატებს ეკუთვნის, სადაც არც „დემოკრატიულ პარტიას“, არც „რესპუბლიკელებს“ უპირობო მხარდაჭერა არ აქვთ. შესაბამისად, ორივე კანდიდატი ამ შტატში ხმების მოსაპოვებლად აქტიურად იბრძვის.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 5 ნოემბერს ჩატარდება. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა