თეგებით ძიება

ვინ იყო 27 წლის ბიჭი, რომლიც წუხელ, თბილისში მოკლეს - ახალი დეტალები

ე.წ. მალაკნების ბაზრის მიმდებარედ მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც თვითმხილველები „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ჰყვებიან, შემთხვევა წუხელ, დაახლოებით, 20:00-21:00 საათზე მოხდა.

მოკლულია 27 წლის ტატო ფირცხალაიშვილი. ასევე, დაჭრილია მისი თანმხლები პირი, რომელიც ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.

თვითმხილველის განმარტებით, შავი ფერის მანქანა მოძრაობის წესების დარღვევით გზის მეორე მხარეს გადავიდა და ახალგაზრდა ბიჭს გამიზნულად დაეჯახა.

"გიჟივით შემოიჭრა წრეზე, ისეთი ხმა იყო, მაშინვე გავიხედე. მანქანა ბიჭს დაეჯახა, რის შემდეგაც წაიქცა. ვინც დაეჯახა, ის მანქანიდან გადავიდა, ცემა დაუწყეს ერთმანეთს, შემდეგ სროლის ხმა გავიგე. სავარაუდოდ, 2 იარაღიდან მოხდა გასროლა, რადგან სხვადასხვანაირი ხმა იყო, დაახლოებით, 4-5-ჯერ ისროლეს.

ვინც დაეჯახა, ის მანქანაში მარტო იყო თუ არა, არ მახსოვს.

ეს ბიჭი სასწრაფოს მოსვლიდან 10-15 წუთში გარდაიცვალა.

აქ ამბობდნენ, მოკლულს ჯავშანჟილეტი ეცვა, სასწრაფო რომ მოვიდა ჟილეტს ხდიდნენო... როგორც ჩანს, ელოდებოდა ეს საფრთხეს.

სავარაუდო მკვლელი, წარსულში ნასამართლევი ყოფილა. ამბობენ, ადრე იმ ბიჭმა დაჭრა, ვინც წუხელ მოკლესო. სიმართლეა, თუ არა, არ ვიცი.

აქ მაცხოვრებლები ამბობდნენ, მთელი დღის მანძილზე უთვალთვალებდაო. ალბათ, შურისძიების ნიადაგზე ჩაიდინა, თორემ ამდენი კამერის და ამდენი ადამიანის თვალწინ არ გააკეთებდა“, - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა