თეგებით ძიება
10. 03. 2016 News-ები

ენგურის ხიდზე ტყვეების გაცვლის პროცესი მიმდინარეობს

ამ წუთებში ენგურის ხიდზე ქართული მხარესა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს. პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსულ გენერალიტეტს ხვდება, ჭუბურხინჯში რუსებმა გადაიყვანეს. ამ წუთებში კი ტყვეები გამოყვანის პროცესი იწყება.

საუბარია ტყვეების გაცვლაზე, რის სანაცვლოდაც რუსები ტერაქტისთვის ნასამართლევი კოჭოიას გადაცემას ითხოვენ. როგორც ცნობილია მოლაპარაკებებს პაატა ზაქარეიშვილი ხელმძღვანელობს.

თავდაპირველად საუბარი იყო დრანდის ციხიდან წამოყვანილ 17 ტყვეზე, თუმცა საბოლოოდ მათი რიცხვი 9-მდე შემცირდა.
rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა