თეგებით ძიება
12. 03. 2016 News-ები

თინა მახარაძე: „ცდილობს საწოლში შემომივარდეს“

როგორც ჩანს თინა მახარაძის ძაღლი უიშვიათესი სინდრომით იტანჯება, ამის შესახებ თინა სოციალურ ქსელში წერს:


\'საგონებელში ვარ ჩავარდნილი: ჩვენს ძაღლს რაც სჭირს, მაგას, ალბათ, არიელის სინდრომი უნდა ერქვას. შეპყრობილია ადამიანად ქცევის დაუძლეველი სურვილით: ცდილობს, ჩვენსავით აკაკუნოს თათები ლეპტოპის კლავიატურაზე, ფეხებს ყოფს ჩემს ბათინკებში, მხართეძოზე წევს დივანზე, ცდილობს, შემოგვიძვრეს საწოლში და ბალიშზე დადოს თავი, დაცემინებისას თავს გვერდზე აბრუნებს, მისვამს ყავას დილაობით, გადაწყვიტა, რომ არ შეეფერება აივანთან მისთვის გამოყოფილი ადგილი და თუ ტუალეტში ვერ ახერხებს შემოძრომას, ზუსტად ტუალეტის კართან ისაქმებს. ხვრინავს.

ახლა კიდე ჩემი კაშნე მოიხურა და ზემოდან დიმუს ხალათის ქამარი შემოიხვია ყელზე.

დაგვხვდა ასე ავანგარდულად გამოწყობილი. წევს და უსმენს ჩილი გონსალესს. რითი დავეხმარო, არ ვიცი\'\'

თინა მახარაძე: „ცდილობს საწოლში შემომივარდეს“

ავტორი: ნათია ჩაფიძე
სპეციალურად: GOGAGGG.COM-ისთვის


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა