ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს საარჩევნო პროცესში ჩარევას?! - მამუკა მდინარაძე
ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს საარჩევნო პროცესში ჩარევას?! ერევა უხეშად, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
ჟურნალისტმა ჰკითხა, რას ფიქრობს იმ ფაქტზე, რომ გუშინდელ აქციაზე გამოსული იყო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. რა არის პრეზიდენტის როლი წინასაარჩევნო კამპანიაში.
„ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს საარჩევნო პროცესში ჩარევას?! ერევა უხეშად. სხვას ბოდიში ჟარგონისთვის და ეღადავებოდნენ „შტაბ კვარტირაზე“ და თვითონ დააანონსა „შტაბ კვარტირის“ გახსნა პრეზიდენტის სასახლეში. პრეზიდენტის ინსტიტუტი როგორ დააკნინა, რომ ჩაერია ჯერ არჩევნებში და მერე შტაბ ბინის გახსნა დააანონსა ოპოზიციის ვითონ ნეიტრალურმა კონსტიტუციის გარანტმა. იმიტომ არის კიდევ პრეზიდენტი, თანამდებობას იმიტომ ინარჩუნებს, რომ „ნაცმოძრაობამ“ მის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა. ვალდებულებები სხვაც აქვს როგორც ჩანს, გარდა ამისა [პრეზიდენტობის]“- აღნიშნა მდინარაძემ.