თეგებით ძიება
21. 10. 2024 მსოფლიო

დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო გამოკითხვაში პირველად გაუსწრო კამალა ჰარისს - The Hill

რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო გამოკითხვაში პირველად გაუსწრო ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, – ამის შესახებ The Hill წერს.

გამოკითხვის მიხედვით, ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების 52%-იანი შანსი აქვს, ჰარისს კი 42%.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, აგვისტოს ბოლოდან ჰარისის გამარჯვების შანსი დაახლოებით 54-56%-ს შეადგენდა, ხოლო ტრამპის – 44-46%-ს. ოქტომბრის დასაწყისში სხვაობა შემცირდა – 17 ოქტომბერს ორივე კანდიდატს დაახლოებით თანაბარი შანსები ჰქონდა, ხოლო 20 ოქტომბერს უპირატესობა ყოფილმა პრეზიდენტმა მოიპოვა.

როგორც გამოცემა წერს, ტრამპის სასარგებლოდ ცვლილება დაკავშირებულია მისი მაჩვენებლების გაუმჯობესებასთან ვისკონსინისა და მიჩიგანის შტატებში.

ამასთან, ტრამპს მცირე უპირატესობა აქვს არიზონას, ჯორჯიასა და ჩრდილოეთ კაროლინას შტატებში.

შვიდი შტატიდან, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება, ჰქონდეს 2024 წლის არჩევნების შედეგების განსაზღვრაში, ჰარისი მხოლოდ პენსილვანიაში ლიდერობს, თუმცა, გამოცემა აღნიშნავს, რომ პროგნოზის მიხედვით, რბოლა კვლავ არაპროგნოზირებადი რჩება, რადგან გამოკითხვების შედეგები შვიდივე შტატში ცდომილების ფარგლებშია. ანუ, გამოკითხვების ტიპურმა უზუსტობებმა შეიძლება, შედეგები ნებისმიერი მიმართულებით გადახაროს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა