თეგებით ძიება
12. 03. 2016 News-ები

ნჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ოჯახი საფრთხეშია

როგორც ჩანს დღე არ გადის, რომ ჩვენ არ გავიგოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ძიძა, როგორ ცდილობს აცდუნოს ჰოლივუდის ვარსკვლავები! და აი კიდევ ერთი სკანდალი: ამჯერად საფრთხე დაემუქრა ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ოჯახს. ერთ-ერთმა წყარომ გნაცხადა, რომ 40 წლის მსახიობმა გაათავისუფლა მომხიბვლელი ბავშვების ძიძა. ჯოლის არ მოეწონა, რომ გოგონა დიდ დროს ატარებდა პიტთან.

\'\'ჯოლიმ პირველად მაშინ იეჭვა, როდესაც ახალგაზრდა მომვლელმა დაიწყო ახლო მეგობრობა პიტთან\'\', იუწყება ანონიმური წყარო.

\'\'ანჯელინას, ძალიან უხაროდა, რომ მის სახლში კარგი პერსონალი მუშაობდა. რა თქმა უნდა, ბევრი ოცნებობს იმუშაოს ცნობილი ადამიანის სახლში, მაგრამ მათ უნდა გაიარონ მკაცრი შერჩევა\'\'.

-განაცხადა წყარომ.

\'\'ბრედი ყოველთვის თავაზიანად ექცევა პერსონალს. რა თქმა უნდა, ამით ისარგებლა ძიძამ და მასთან ფლირტი გააბა.\'\'

-აგრძელებს წყარო.

\'\'ჯოლი არ ფიქრობდა, რომ მის ქმარსა და ძიძას შორის რაღაც იყო, მაგრამ მან შეამჩნია, რომ გოგონა ხშირად ტრიალებდა პიტის გარშემო. მისთვის ბოლო წვეთი იყო, როდესაც მან დაინახა, როგორ გამოვიდა პიტი აბაზანიდან მხოლოდ პირსახოცით. ის შევიდა სამზარეულოში, რათა წვენი დაელია, ხოლო ძიძა ამ დროს იქ იყო- და მან გაიცინა. ენჯი ამაზე ძალიან გაბრაზდა და მას ყვირილი დაუწყო, გოგონამ სწრაფად მოაგროვა თავისი ნივთები და სახლიდან წავიდა.\'\'

-განაცხადა წყარომ.
როგორც ჩანს ლონდონში, სადაც წყვილი გადავიდა ძიძა არ აუყვანიათ. სხვათა შორის, ბრიტანეთში წყვილმა იქირავა შესანიშნავი სახლი 8 საძინებლით 21 ათას დოლარად თვეში. სახლში არის აუზი და სპორტული დარბაზი. ასევე გახდა ცნობილი, რომ რამდენიმე დღის წინ ჯოლი ბავშვებთან ერთად ცნობილ მაღაზია Hamleys-ში იყო სადაც, მათ შეიძინეს სათამაშოები საბავშვო ოთახისთვის.

ნჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ოჯახი საფრთხეშია

ნჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ოჯახი საფრთხეშია

ნჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ოჯახი საფრთხეშია


სპეციალურად: GOGAGGG.com-ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა