თეგებით ძიება
12. 03. 2016 News-ები

მერწყული: დადებითი თვისებები

მერწყული კეთილი და დამყოლი ნების ნიშანია, მუდამ მზადაა დაეხმაროს ადამიანს და განსაკუთრებით კმაყოფილია მაშინ, როცა მას რჩევისათვის მიმართავენ. ისინი მართლაც შესანიშნავი მრჩევლები გახლავთ. მერწყული მორიდებულია და იშვიათად ცდილობს უპირატესობის მოპოვებას ამხანაგებზე.

მერწყული არაჩვეულებრივი ინტელექტით არის დაჯილდოვებული და ადვილად ეუფლება ცოდნასა და გამოცდილებას. მაგრამ მიუხედავად ამ ნიჭისა, იშვიათად თუ განიზრახავს ამ უპირატესობის გამოვლინებას.

სიყვარულში ძლიერ ერთგულნი (სულიერად თუ ფიზიკურად), მაინც თავშეკავებულნი არიან და არ უყვართ თავიანთი ემოციების გამომჟღავნება.

სპეციალურად: GOGAGGG.com-ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა