თეგებით ძიება
14. 03. 2016 News-ები

აბაშიძე-კარასინის შეხვედრა 16 მარტს გაიმართება

ზურაბ აბაშიძე გამთენიისას პრაღაში გაემგზავრა. აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა 16 მარტს გაიმართება. პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა მოლაპარაკებების დროს განხილული იყოს სოფელ ჯარიაშენში არსებული ვითარებაც, სადაც უკვე მეორე დღეა ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული შეიარაღებული პირები გზის გაყვანის სამუშაოებს აწარმოებენ.

ზურაბ აბაშიძე ასევე აცხადებს, რომ შეხვედრაზე მხარეები სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებს, სატრანსპორტო კომუნიკაციებსა და ჰუმანიტარულ პრობლემებს განიხილავენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა