თეგებით ძიება
21. 10. 2024 მსოფლიო

ჩვენ სამართლიანად ვიბრძოლეთ უსამართლო ბრძოლაში, ევროკავშირში ჩვენი მომავალი ახლა კონსტიტუციაში ჩაიწერება - მაია სანდუ

მოლდოველმა ხალხმა საკუთარი სიტყვა თქვა, ევროკავშირში ჩვენი მომავალი ახლა კონსტიტუციაში იქნება ჩაწერილი, – ამის შესახებ მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენ სამართლიანად ვიბრძოლეთ უსამართლო ბრძოლაში და გავიმარჯვეთ, თუმცა ბრძოლა არ დასრულებულა. ჩვენ გავაგრძელებთ წინსვლას მშვიდობის, კეთილდღეობისა და საკუთარი მომავლის აშენების თავისუფლებისთვის“, – წერს მაია სანდუ.

მოლდოვაში ბიულეტენების 99.32 პროცენტის დათვლის შემდეგ მაია სანდუს ხმათა 42.31% აქვს. როგორც ცნობილია, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება.

ამასთან, მოლდოვის საკონსტიტუციო რეფერენდუმზე ბიულეტენების 99.41%-ის დათვლის შემდეგ 50.39% ევროინტეგრაციის მომხრეა, ხოლო 49.61% – წინააღმდეგი. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა