თეგებით ძიება
14. 03. 2016 News-ები

"დააშანტაჟეთ და შეაშინეთ, ვინც შეგიშინებიათ" - ინგა გრიგოლია გიშინებიათ" - ინგა გრიგოლია

youtube-ზე პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი ფარული ჩანაწერი გავრცელდა. ვიდეოს ამტვირთავი ფარული ჩანაწერების სერიის გავრცელებით იმუქრება. ამ ფაქტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ეხმაურება. როგორც გრიგოლია წერს, ერთ-ერთი ადამიანი, ვისაც ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით ემუქრებიან, თავადაც არის:

"გამარჯობა, ჩემო მეგობრებო..... როგორც მეუბნებიან, პირდი ცხოვრების ამსახველ ახალ ვიდეოში, რომლის გამოქვეყნებასაც აპირებენ, თურმე ჩემი გვარიც დაანონსდა )))) მე არ ვაპირებ ჩირგვებში ჯდომას და ნერვიულობას ამ თემაზე..... დანარჩენს უკვე გადაცემიდან ვიტყვი, დღეს, ორ საათზე ეთერი მაქვს))))))))) სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე მსგავსი შანტაჟის და
მუქარის არ მეშინია და არც გაჩუმებას ვაპირებ და უფრო მეტად მოვედი ბრძოლის ხასიათზე... მირეკეს, მწერეს და ჩემი შვილის გარდა, ვერავინ გაბედა ეთქვა, რომ ჩემი გვარი დაანონსდა, ვისი პირადი ცხოვრების გასაჯაროებასაც აპირებენ, თუ ქვეყნიდან და პოლიტიკიდან (?????) არ წავალ.... დააშანტაჟეთ და შეაშინეთ, ვინც შეგიშინებიათ!!!!!!!! მე ღიად ვხსნი ამ თემას....... თუ ასეთ ქვეყანაში უნდა გვაცხოვრონ, მაშინ თავს შევაკლავ ჩემი და სხვა ადამიანების უფლებებისთვის ბრძოლას ))))))))))) ეთერში ვარ ორზე", - წერს გრიგოლია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა