თეგებით ძიება
14. 03. 2016 News-ები

ნანუკა ჟორჟოლიანნი სექს ითხოვს - "ბევრი სექსი საქართველოში!"

ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე Youtube-ზე პირადი ცხოვრების ამსახველი ახალი ფარული ჩანაწერის გავრცელებას ეხმაურება:

"მძიმე ორშაბათი გათენდა და უფრო მძიმე კვირა გველოდება ვატყობ. ასე დაგვიანონსეს! კიდევ ერთ ჩვენებამდე რამდენიმე კითხვას დავსვამ, თქვენის ნებართვით!

1. სექსი რატომ არის კომპრომატი? თუნდაც ეს იყოს მეგობარი მამაკაცი! ააა დამავიწყდა, ქალისთვის რომ არ მოსულა, ის ქვეყანა ვართ ჩვენ. თორემ კაცი რომ ყოფილიყო საყვარელთან, ეს მხოლოდ მის "კაცურობაზე" იმეტყველებდა.

2. თუ არ წახვალთ კიდევ დავუდებთ ამა და ამ პირებსო რომ ამბობთ, უკაცრავად და (?) საიდან უნდა წავიდეს, ან ინგა გრიგოლია?!
იხილეთ ვიდეო| გრიგოლიას საგანგებო განცხადება: "მაქვს სექსი და ვაპირებ, ასე გავაგრძელო ცხოვრება"

3. არის თუ არა ცუდი სანახავი? კი. ძალიან მძიმეა, თუნდაც ეს იყოს საკუთარ ქმართან გადაღებული სექსუალური აქტი, მაგ
რამ ამ დროს ერთადერთი გამოსავალი არსებობს!

ვუთხრათ, რომ მაგრად გვკიდია, რა აქვთ ადამიანებზე! ვინც არ უნდა იყვნენ ისინი. თუნდაც საუბარი იყოს ჩვენს მტრებზე!

არ ვიცი ამ დროს რამდენად სწორია სიტყვა სოლიდარობა, მაგრამ რაღაც მსგავსი მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვიზეც "კომპრომატებს" ავრცელებენ, მეგობრებო ეგეთი ვიდეობი ყველა მოკვდავზე იარსებებს! ამიტომ დაიკიდეთ. რასაც აკეთებთ, მაგას რომ არ შვებოდეთ, ეგ იქნებოდა პრობლემა და ეჭვი მაქვს, მაგ ნაწილში უჭირს იმ მანიაკს, რომელიც ამ ყველაფერს აქვეყნებს.

‼ვთქვათ ყველამ ერთად, რომ გვკიდია მათი ფარული ჩანაწერები! რომ ის ვერ გახდება კომპრომატი და იძულებულები იქნებიან ერთ ადგილას გაიკეთონ!

ბევრი სექსი საქართველოში! ‪#‎ნუგეშინია‬! ‪#‎გვკიდია‬".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა