თეგებით ძიება
28. 03. 2016 News-ები

რაგბის მატჩის შემდეგ დაპირისპირება მოხდა, დაშავებულია ერთი ახალგაზრდა

ფოთის სტადიონზე მომხდარი ინციდენტის დროს ერთი 21 წლის ახალგაზრდა დაშავდა. არსებული ინფორმაციით ნიკო ამაშუკელი რაგბის მატჩის შემდეგ მომხდარი დაპირიპირების დროს დაშავდა.

ის ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნიკო ამაშუკელი მსაჯია და ის რაგბში ბათუმის ბათუმისა და თბილისის არმიას შორის შეხვედრას უძღვებოდა, მატჩი კი ფრედ 21:21 დასრულდა.

მომხდარის დეტალებზე ორი ვერსია ვრცელდება. ერთი ვერსიით ნიკო ამაშუკელი ბასრი საგნით დაჭრეს ხოლო მეორე ვერსიით ის დაეცა და დაზიანება ფეხის არეში სწორედ ამ დროს მიიღო.

კურიერის ზარებს რაგბის გუნდ არმიის წევრებმა არ უპასუხეს, კომენტარი არ გაუკეთებიათ არც რაგბის კავშირში სადაც აღნიშნავენ, რომ მომხდარი ჯერ უნდა შეისწავლონ და შემდეგ ისაუბრებენ.

შს სამინისტროში კი აცხადებენ, რომ დაჭრის ფაქტს ფოთში ადგილი არ ჰქონია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა