თეგებით ძიება
30. 03. 2016 News-ები

რუსეთის გარდა, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომლებიც არიან შემოსული

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საქართველოში რუსეთის გარდა, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომლებიც არიან შემოსული. განცხადება გომელაურმა, პარლამენტში გააკეთა. სუს-ის ხელმძღვანელი ამ ფაქტს, საარჩევნო წელს უკავშირებს. გომელაურის განცხადებით, საქართველოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ამ მიმართულებით მუშაობს.

„რა თქმა უნდა ფონი მომატებულია იქედან გამომდინარე, რომ საარჩევნო წელია, ეს ყოველი საარჩევნო პერიოდის დროს იმატებს. რა თქმა უდნა რაღაც ფონი აწეულია რუსული მიმართულებით, რუსული რბილი ძალების მიმართულებით, თუმცა არა მარტო რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლები, არამედ სხვა ჩვენი მეზობელი თუ არამეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომლებიც არიან შემოსულები და მუშაობს კონტრდაზვერვა,“-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა