თეგებით ძიება
31. 03. 2016 News-ები

ბათუმში 51 წლის ქალი მეუღლემ ნაჯახით დაჭრა

ბათუმში 51 წლის ქალი მეუღლემ ნაჯახით დაჭრა. მრავლობითი ჭრილობებით ქალი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საავადმყოფოს ექიმმა გიორგი კიკაბიძემ განუცხადა, პაციენტს ჭრილობები საფეთქელთან და მხარზე აქვს. მისივე განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"ქალი მოყვანილია სახლიდან. როგორც თვითონ ამბობს, მეუღლემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სახის არეში ჭრილობები, თავის ტვინის შერყევა და იდაყვის ძვლის მოტეხილობა აქვს. გაუკეთდა თაბაშირი და პაციენტი მოთავსებულია ნეიროქირურგიულ განყოფილებაში", - აღნიშნა გიორგი კიკაბიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, ქმარი დაკითხვაზე იმყოფება.
interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა