თეგებით ძიება
03. 04. 2016 News-ები

ნანუკა ჟორჟოლიანის პირველი კომენტარი, ვის გამო მიატოვა ქმარმა?

საინფორმაციო სააგენტო "თაიმერის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სოდ-ის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუა უკრაინელ გოგოსთან ცხოვრობს და მის ცოლად მოყვანას აპირებს, ნანუკა ჟორჟოლიანიც ადასტურებს.
"თაიმერს", რომელიც ტელეწამყვანს კომენტარისთვის დაუკავშირდა, მან განუცხადა, რომ სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ერეკლე კოდუას მიაწოდა და მან დაუდასტურა, რომ სხვა ქალთან ერთად ცხოვრობს, თუმცა, ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, მასზე დაქორწინების შესახებ ჯერ არაფერი უთქვამს:


"დამიდასტურა, მაგრამ ცოლის მოყვანას ჯერ არ ჩქარობს, ამის განწყობა ჯერ არ აქვს. ჩემი პოზიცია ძალიან მარტივია: შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ჩემი ოჯახი ამ გოგომ დაანგრია. არავითარ შემთხვევაში! ჯერ ოჯახი ინგრევა და მერე მესამე ჩნდება.
ჩემი და ირაკლის ოჯახი, ალბათ, იმიტომ დაინგრა, რომ ურთიერთობაში ბზარი იყო, სხვანაირად არ ხდება. საერთოდ, ოჯახის დანგრევა მესამეს ბრალი არასოდესაა და ეს ტყუილია. დანარჩენი ირაკლის პირადი ცხოვრებაა და ეს უკვე მე არ მეხება.
ახლა, რომ გითხრათ, წარმატებებს ვუსურვებ-თქო, გულწრფელი არ ვიქნები და ეს ჩემგან დიდი ტყუილი იქნება, თუმცა ირაკლი საბას მამაა და მინდა, რომ კარგად იყოს", - უთხრა ნანუკა ჟორჟოლიანმა "თაიმერს".


ეს კი ის გოგონაა, რომლის გამოც ნანუკასა და ირაკლის თანაცხოვრება დასრულდა, როგორც ჩანს ნანუკა და კოდუას რჩეული ერთმანეთს ბუნებით ძალიან გვანან, რადგანაც ხელზე ორივეს ერთნაირი წარწერა აქვთ :"ცხოვრება გრძელდება"


ნანუკა ჟორჟოლიანის პირველი კომენტარი, ვის გამო მიატოვა ქმარმა?


ავტორი: ნათია ჩაფიძე
სპეციალურად: GOGAGGG.COM-ისთვის


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა