თეგებით ძიება
04. 04. 2016 News-ები

საქართველოში დღეიდან NATO-ს კვირეული იწყება

თბილისში დღეიდან 19 აპრილის ჩათვლით ნატოს კვირეული იწყება. კვირეული ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით რამდენიმე საათში გაიხსნება და მას გიორგი კვირიკაშვილი გახსნის.

კვირეულის ფარგლებში, სახალხო დიპლომატიის და კომუნიკაციის სფეროში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და გამოწვევებზე იმსჯელებენ.

კვირეულში თბილისთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიც ჩაერთვება, სადაც სემინარების ჩატარებაა დაგეგმილი. სამცხე ჯავახეთში კი ნატოს საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური ოფისი გაიხსნება.

პრემიერთან ერთად ფორუმში მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტი, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწე და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე დაესწრებიან.

ნატოს კვირეულის ერთ-ერთი ორგანიზატორი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატია, კვირეულის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სტუმრებს მიმართავს.

ნატოს კვირეულში საქართველოს თავდაცვის მინისტრი და სხვა უცხოელი თუ ქართველი ექსპერტებიც მიიღებენ მონაწილეობას.

ნატოს კვირეული საქართველოში უკვე მეცხრედ იმართება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა