თეგებით ძიება
29. 06. 2016 News-ები

სტამბოლში, მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა სიაში საქართველოს მოქალაქეები არ არიან

სტამბოლში, ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა სიაში საქართველოს მოქალაქეები არ არიან, - ამის შესახებ „იმედის“ ეთერში სატელეფონო ჩართვისას თურქეთში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ირაკლი ასაშვილმა განაცხადა.
შესაბამისად, ასაშვილის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია დაშავებულ ორ ქართველთან დაკავშირებით არ დადასტურდა.
„თურქეთის ხელისუფლებამ გადაამოწმა ეს საკითხი და კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ არც დაშავებულების და არც გარდაცვალებულთა სიაში საქართველოს მოქალაქეები, საბედნიეროდ, ამ ეტაპისთვის არ არიან “,- განაცხადა კონსულმა.
მისივე თქმით, გაურკვეველია, საიდან გავრცელდა ინფორმაცია აფეთქებების შედეგად ორი ქართველის დაშავების შესახებ.
აქამდე ვრცელდებოდა დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ სტამბულის ათათურქის აეროპორტში აფეთქების შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაშავდა.
interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა