თეგებით ძიება
https://gogagggtv.box.com/shared/static/4pwcir6mzngqlm0qpqqtcrhfxe5yja2z.mp4
29. 06. 2016 News-ები

თავდასხმა გერმანიაში დიპლომატიურ ავტომობილებზე, არის საქართველოს ავტომობილიც

თავდასხმა გერმანიაში დიპლომატიურ ავტომობილებზე. გუშინ ბერლინში რამდენიმე დიპლომატიური ავტომანქანა დაწვეს. მათ შორისაა საქართველოს საელჩოს ავტომობილიც.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კურიერთან ადასტურებს. მათივე ცნობით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

თავდასხმის მიზეზები უცნობია, დაშავებული არავინაა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

„სამწუხაროდ, გუშინ ბერლინში, გერმანიის დედაქალაქში, რამდენიმე დიპლომატიური ნომრის მქონე ავტომანქანის დაწვა მოხდა. მათ შორის აღმოჩნდა საქართველოს საელჩოს კუთვნილი ავტომანქანაც. რა თქმა უნდა, გამოსაძიებელია მიზეზები. უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო ხანებში სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის,“- განაცხადა ჯალაღანიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა