თეგებით ძიება
https://gogagggtv.box.com/shared/static/jpw1tku1bix4vmmiyfv33joumdoxeeab.mp4
30. 06. 2016 News-ები

სტამბოლში ტერაქტებთან დაკავშირებით ეჭვმიტანილები დააკავეს

ტერაქტებთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს პირველი ეჭვმიტანილები. სპეცოპერაცია სტამბოლსა და იზმირში, 16 მისამართზე ჩატარდა და მასში ასობით პოლიციელი იყო ჩართული.

რეიდების დროს პოლიციამ თავდასხმებთან კავშირში ეჭვმიტანილი 13 პირი დააკავა, მათ შორის სამი უცხოელი, თუმცა მათი ვინაობა ჯერჯერობით არ ხმაურდება.

დაკავებულების ვინაობა ამ დროისთვის არ ხმაურდება, ცნობილია, რომ მათ შორის სამი უცხოელია. მედიის ინფორმაციით, ძალოვანებმა სახლების ჩხრეკისას დიდი რაოდენობით იარაღი და ელექტრონული ინფორმაციის მატარებლები ამოიღეს.

თავდასხმას ათათურქის აეროპორტში, ბოლო მონაცემებით, 42 ადამიანი ემსხვერპლა, 239 კი დაშავდა. დაღუპულთაგან 13 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა