თეგებით ძიება
https://gogagggtv.box.com/shared/static/9jwcjsfhve1m1owdo8l30lm4gwzqyxzf.mp4
30. 06. 2016 News-ები

„ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, საგარეჯოს რაიონში შარშანდელი ჩანაბარები ყურძნის თანხა მიითვისა რომელიღაც ბიზნესმენმა"

პრემიერმინისტრმა სოფლის მეურნეობის მინისტრს და შესაბამის უწყებებს დაავალა, რომ ერთ-ერთ ბიზნესმენთან დაკავშირებით, რომლის ვინაობაც გიორგი კვირიკაშვილმა არ დაასახელა, მოახდინონ შესაბამისი რეაგირება. განცხადება ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

პრემიერის თქმით, საგარეჯოს რაიონის რამდენიმე სოფელში ერთ-ერთმა ბიზნესმენმა, რთველის პერიოდში 50-მდე მევენახეს შესაბამისი თანხა არ გადაუხადა.

სწორედ ამიტომ, პრემიერი მიიჩნევს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ყველა შესაბამისი უწყება უნდა დაინტერესდეს და მკაცრი რეაგირება მოახდინოს.

„ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, საგარეჯოს რაიონში შარშანდელი ჩანაბარები ყურძნის თანხა მიითვისა რომელიღაც ბიზნესმენმა. ყოველ შემთხვევაში არ არის მისული ადრესატამდე. მინდოდა, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრისთვის მეთხოვა, რომ ეს საკითხი მაქსიმალურად მოიკვლიოთ, თუ საჭირო იქნება ჩავრთოთ შესაბამისი უწყებები,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა კი აღნიშნულ ფაქტს ამაზრზენი უწოდა.

„სამწუხარო არ არის, ამაზრზენი ფაქტი უფროა, რადგან ეს არის პირდაპირ იმ ადამიანების ფულის მითვისება, ვინც ფაქტობრივად ამაზეა დამოკიდებული მთელი წელი, ამიტომ მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ მოკლე დროში მოხდეს ამ საკითხის გარკვევა,“ - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

თავის მხრივ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, პრემიერს პირობა მისცა, რომ საკითხთან დაკავშირებით უწყება მაქსიმალურად შეეცდება გამოსავლის პოვნას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა