თეგებით ძიება
30. 06. 2016 News-ები

დღეს თბილისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ეწვევა

დღეს თბილისის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პედრო აგრამუნტი ეწვევა. ის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიაში მიღებს მონაწილეობას.

ღონისძიება ხვალ იხსნება და ის პირველად გაიმართება საქართველოში. ეუთოს საპარლამენტო ფორუმს ქვეყნიდან 700-ზე მეტი სტუმარი დაესწრება. ერთ-ერთი მთავარი საკითხი ,ქვეყნებში არსებული უსაფრთხოება იქნება.

საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური შეკრება თბილისის დეკლარაციის მიღებით და ასამბლეის პრეზიდენტის არჩევით დასრულდება. ამ პოსტზე ევროპის სახალხო პარტიამ გიგი წერეთელი წარადგინა. მას ხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტიც საპარლამენტო უმრავლესობისგან განსხვავებით, სადაც აზრთა სხვადასხვაობაა ამ საკითხზე.

თავად ნაციონალური მოძრაობის წევრის გიგი წერეთლის განმარტებით, უმრავლესობა მის კანდიდატურას პარტიული ინტერესის გამო ბლოკავს.

„ბევრ მათგანს აწუხებს ეს პოლიტიკური ღვარძლი, პოლიტიკური დაპირისპირების დაუოკებელი სურვილი. საქართველოს მთავრობა არაცივილიზებულად იქცევა. პრეზიდენტი ძალიან ადეკვატურად მოიქცა, როცა მან არა პარტიულ კუთვნილებას მიანიჭა უპირატესობა, არამედ თავის ქვეყანას,“ - განაცხადა გიგი წერეთელმა
rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა