თეგებით ძიება
30. 06. 2016 News-ები

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა 2016 წლის ბოლომდე არ მოხდება

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა მიმდინარე წლის ბოლომდე არ ამოქმედდება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა თერეზა მეიმ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, 2020 წლამდე დიდ ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება.
თერეზა მეის თქმით, გაერთიანებული სამეფო ევროკავშირში დარჩენას ან ხელახლა გაწევრიანებას აღარ შეეცდება.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას გეგმავს.
interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა