თეგებით ძიება
https://gogagggtv.box.com/shared/static/im5xyi3frtga0izvwpf40krcec5i41s9.mp4
26. 07. 2016 News-ები

უნდა გაეცეს პასუხი კითხვას, რა კავშირი აქვს კორცხელის ინციდენტთან ქართული ოცნების შტაბის უფროსს

უნდა გაეცეს პასუხი კითხვას, რა კავშირი აქვს კორცხელის ინციდენტთან ქართული ოცნების შტაბის უფროსს - ეს განცხადება, საქართველოს პრეზიდენტის პრეს სპიკერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ეკა მიშველაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა პრეზიდენტის დამოკიდებულებაზე კორცხელში საკრებულოს შუალედური არჩევნებისას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

მისი თქმით, პრეზიდენტის არა ერთი მოწოდებისა, კორცხელში მონაწილე პირებისადმი არ მომხდარა სამართლებრივი რეაგირება.

„ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვნახეთ ამ ინციდენტში მონაწილეებისადმი სათანადო სამართლებრივი რეაგირება. მეტიც, ეს ადამიანები პარტიულ თავყრილობაზე ვიცე პრემიერ კალაძის გვერდით ისევ გამოჩდნენ, რაზეც ქართული ოცნების შტაბის უფროსი აცხადებს, რომ ისინი არიან და იქნებიან ყველგან მის გვერდით.

"პრეზიდენტი მიიჩნევს და ამის თაობაზე ჩვენ არა ერთხელ გაგვიკეთებია ჩვენ განცხადება, რომ ჯანსაღი წინასაარჩევნო პროცესისთვის აუცილებელია კორცხელის ინციდენტზე სწორი სამართლებრივი რეაგირება. პრეზიდენტის აზრით, უნდა გაეცეს პასუხი კითხვას, რა კავშირი აქვს კორცხელის ინციდენტთან ქართული ოცნების შტაბის უფროსს სწორედ იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომელსაც ვიცე პრემიერი ღია ეთერებში აკეთებს,“- განაცხადა ეკა მიშველაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა