თეგებით ძიება
26. 07. 2016 News-ები

სასამართლოს გადაწყვეტილებით როლანდ ახალაიას საპატიმრო სასჯელი არ დაეკისრა

უზენაესი სასამართლოს მიერ როლანდ ახალაიას მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების თანახმად, დეპუტატს საპატიმრო სასჯელი არ დაეკისრა. უზენაესმა სასამართლომ როლანდ ახალაიას ფულადი ჯარიმა დააკისრა. ასევე მას გარკვეული პერიოდის განმავლობაში თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.
„უზენაესმა სასამართლომ როლანდ ახალაია დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორი დამოუკიდებელი ეპიზოდის ჩადენაში და ”ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით განუსაზღვრა. მასვე 2 წლითა და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება“, - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა