თეგებით ძიება
26. 07. 2016 News-ები

დომოდედოვოს აეროპორტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

მოსკოვში, დომოდედოვოს აეროპორტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. რუსული მედიის ცნობით, ის 15 წელია ფედერალურ ძებნაშია გამოცხადებული.
დაკავებულის ვინაობა უცნობია, თუმცა რუსული მედია იტყობინება, რომ საუბარია 58 წლის მამაკაცზე, რომელიც სატრანსპორტო პოლიციის თანამშრომლებმა დომოდედოვოს აეროპორტში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად დააკავეს.

რუსული მხარის ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული პირი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ბრალდებით 1991 წელს ფედერალურ ძებნაში გამოაცხადა.
მიმდინარეობს საკითხის განხილვა დაკავებულის ქართული მხარისთვის გადაცემის შესახებ.

interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა