თეგებით ძიება
26. 07. 2016 News-ები

საფრანგეთის ეკლესიაზე თავდამსხმელები „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები იყვნენ

თავდამსხმელები, რომლებმაც საფრანგეთის ქალაქ სენ-ეტიენ დუ რუვრეში მდებარე ეკლესიაზე განახორციელეს თავდასხმა, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები იყვნენ.
როგორც დასავლური პრესა იტყობინება, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, ქალაქში ჩასვლის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, თავდასხმის მიუხედავად, საფრანგეთი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლას გააგრძელებს.
როგორც ადგილობრივი პოლიცია იტყობინება, თავდამსხმელებმა ეკლესიაში მყოფ მღვდელს, 84 წლის ჟაკ ჰამელს დანით ყელი გამოჭრეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

სამართალდამცველები ასევე იტყობინებიან, რომ თავდამსხმელებმა ერთი მძევალი დაჭრეს, მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
მომხდარს გამოეხმაურა რომის პაპი ფრანცისკე და თავდასხმას „აბსურდული ძალადობა“ უწოდა.

დღეს დილით, დანით შეიარაღებული ორი მამაკაცი ქალაქ სენ-ეტიენ დუ რუვრეში მდებარე ეკლესიაში მსახურების დროს შეიჭრა და იქ მყოფი სასულიერო პირი, ორი მონაზონი და მრევლის წევრები მძევლად აიყვანა. თავდამსხმელთა ვინაობა ამ დრომდე უცნობია, პოლიციამ მათი ლიკვიდაცია მოახდინა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა