თეგებით ძიება
27. 07. 2016 News-ები

როგორ შევინახოთ მწვანე ბარდა ზამთრისთვის

მწვანე ბარდის სეზონი არც თუ ისე ხანგრძლივია, ხოლო კერძები ამ საზაფხულო ბოსტნეულისგან შეიძლება მოამზადოთ სხავადასხვანაირი - როგორც წვნიანი ასევე სალათები.

მწვანე ბარდა ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და სასარგებლო პროდუქტია. იგი შეიცავს დიდი ოდენობით ვიტამინებს, განსაკუთრებით С და В-ს, ასევე მის შემადგენლობაში შედის ფოლიუმის მჟავა, რკინა, იოდი, კალციუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, კალიუმი და სხვა ელემენტები.

ახლა კი დროა გავცეთ პასუხი კითხვას თუ როგორ შევინახოთ მწვანე ბარდა ზამთრისთვის ისე, რომ ყველა სასარგებლო თვისება შეუნარჩუნდეს.

როგორ გავყინოთ მწვანე ბარდა
1. თუ ბარდა ახალი დაკრეფილი გაქვთ და ჯერ კიდევ თავის ფოთოლშია პირველ რიგში გამოაცალკევეთ მისგან.
2. ბარდა გაარჩიეთ, გადაყარეთ გაფუჭებული ან არაფორმირებული მარცვლები და გარეცხეთ.
3. 2 წუთი გააჩერეთ ბარდა მდუღარე წყალში შემდეგ კი გაავლეთ ცივ წყალში. ამ ყველაფრის შემდეგ ბარდა დარჩება ღია მწვანე ფერის და არ დაკარგავს ფორმას.
4. გაშალეთ მწვანე ბარდა ხელსახოცზე, რათა ის გაშრეს.
5. შემდეგ დააწყვეთ ბარდა ერთ ფენად და შედეთ საყინულეში, რათა სწრაფად გაიყინოს.
6. ახლა კი შეგიძლიათ ბარდა გადაიტანოთ პოლიეთილენის პაკეტში, გამოუშვათ ჰაერი, თავი მოუკრათ და შეინახოთ საყინულეში ზამთრამდე.

სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა