"რაც ახლა ხდება რეგიონებში ხალხის მობილიზებულად, თვითორგანიზებულად, მოტივირებულად და ენთუზიაზმით წასვლის კუთხით, არ აქვს ანალოგი" - მელია
"რაც ახლა ხდება რეგიონებში ხალხის მობილიზებულად, თვითორგანიზებულად, მოტივირებულად და ენთუზიაზმით წასვლის კუთხით - არ აქვს ანალოგი.
არ იღლებიან, შექმნილ დაბრკოლებებს გამოწვევად იღებენ და სიხარულით ლახავენ.
ვინც თბილისში რჩება - ზოგი მანქანას ეძებს მიმავალი ხალხისთვის, ზოგი მძღოლს, ზოგი ბენზინს უსხმას - ამ ხალხს რა ძალა, გააჩერებს.
თუ რამე გვაკლდა აქამდე ქართველებს, ერთი წვეთი ან ნაბიჯი თუ გვაკლდებოდა - ორგანიზება და თანმიმდევრულობა იყო.
გვაქვს არჩევნები, გვაქვს არჩევანი და გვაქვს ნება და ჩანს უდიდესი სამოქალაქო პასუხისმგებლობა.
უახლესი ისტორიის უაღრესად ოპტიმისტურ, პოზიტიურ, სიმართლითა და ღირსებით აღსავსე ფურცელს წერს ახლა ხალხი!", - წერს "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია.