თეგებით ძიება
https://gogagggtv.box.com/shared/static/z2tlmnh4aivhjigslzn5sfkbqx4bbeqo.mp4
27. 07. 2016 News-ები

"პრეზიდენტს მეტი დაფიქრება მართებს განცხადების გაკეთების დროს" - გიორგი ვოლსკი

კორცხელის ინციდენტსა და კახი კალაძეს შორის კავშირს უმრავლესობის წევრები კატეგორიულად გამორიცხავენ. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე აცხადებს, რომ სპორტსმენები მათი მხარდამჭერები არიან და მათი მოვალეობაა, რომ დაპირისპირება არ იყოს.

„კალაძეს კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით არავითარი კავშირი არ ჰქონია, არ აქვს და არ ექნება. კალაძის დისკრედიტაცია, როგორც საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, არის ერთ-ერთი მიმართულება, რომელსაც გარკვეული პოლიტიკური ძალები მხარს დაუჭერს. პრეზიდენტს გაცილებით მეტი დაფიქრება მართებს ნებისმიერი განცხადების გაკეთების დროს, რომელიც სახელმწიფო მოღვაწეს ეხება, მით უმეტეს კალაძე მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელიც იყო,“- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა