თეგებით ძიება
27. 07. 2016 News-ები

პრეზიდენტის სიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

საქართველოს მთავარ პროკურატურაში პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური გამოკითხვაზე იმყოფება. გოგოჭური პროკურატურაში ადვოკატ სოსო ბარათაშვილთან ერთად მივიდა. გოგოჭურს კომენტარი ჟურნალისტებთან არ გაუკეთებია. მცირე კომენტარი მხოლოდ სოსო ბარათაშვილმა გააკეთა.
„გამოკითხვა არის ნებაყოფლობითი პროცედურა და გამოკითხვის შემდეგ საჭიროების შემთხვევაში გავაკეთებთ კომენტარს“, - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობა იყო. მოგვიანებით, შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, რომ სამართალდამცველებმა პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს.

interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა