თეგებით ძიება
28. 07. 2016 News-ები

პროკურატურაში მარგველაშვილის სიძის მეგობარი მივიდა

პრეზიდენტის განცხადების შემდეგ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობის ფაქტებთან დაკავშირებით პროკურატურაში გიორგი მარგველაშვილის სიძის მეგობრები დაიბარეს.

უწყებაში უკვე მივიდა ერთ-ერთი მათგანი, მიხეილ თათარაშვილი. ის მთავარ პროკურატურაში ადვოკატთან ერთად გამოცხადდა. თათარაშვილის ინტერესებს სოსო ბარათაშვილი იცავს.

მთავარ პროკურატურაში შესვლამდე თათარაშვილმა და მისმა ადვოკატმა კომენტარი არ გააკეთეს.

მინდია გოგოჭურის მეორე მეგობარს, თორნიკე კაჭარავას კი პროკურატურაში 15:00 საათზე ელოდებიან.

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა