თეგებით ძიება
28. 07. 2016 News-ები

გიორგი პაპუაშვილი მთავარ პროკურატურაში დღეს მივა

გიორგი პაპუაშვილი მთავარ პროკურატურაში 17:00 საათზე გამოცხადდება. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. საკონსტიტუციო სასამართლო თავმჯდომარე მოსამართლეთა ზეწოლის შესახებ გაკეთებული განცხადების შესახებ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს, შეხვდება.

საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე, ქეთევან ერემაძე სამი საათია პროკურატურაში იმყოფება. მისი თქმით, ზეწოლა მის მიმართ არ განხორციელებულა, თუმცა გიორგი პაპუაშვილის მიერ ინფორმაციის გასაჯაროებამდე ზეწოლის შესახებ ინფორმაციას პლენუმის თითქმის ყველა წევრი მოსამართლე ფლობდა.

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა