თეგებით ძიება
07. 08. 2016 News-ები

8 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ომის წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს ოკუპაციას და არ ასრულებს საერთაშორისო სამართლით აღებული ვადლებულებებს.

"2008 წლის აგვისტოს ომიდან 8 წლის შემდეგ, საქართველოს მთავრობის პრაგმატული მიდგომის შედეგად, კონფლიქტის ესკალაციის რისკი მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება კვლავ მძიმე რჩება.

დესტრუქციულ ქმედებებს კიდევ უფრო ამწვავებს საქართველოს მოქალაქეების
ფაქტობრივი ანექსიის პროცესი, რუსეთის სამხედრო, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში მათი ინტეგრაციის გზით, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს. რუსეთის პროვოკაციული ნაბიჯების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა მტკიცედ მიუყვება კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკას" - წერია განცხადებაში.

აქვე უწყება აგვისტოს ომში დაღუპულ ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა