თეგებით ძიება
07. 08. 2016 News-ები

„ისლამური სახელმწიფო“ ავღანეთში აშშ-ს სპეცდანიშნულების რაზმის იარაღის ხელში ჩაგდების შესახებ აცხადებს

დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ავღანეთში აშშ-ს სპეცდანიშნულების რაზმის კუთვნილი იარაღის ხელში ჩაგდების შესახებ აცხადებს. „როიტერის“ ინფორმაციით, „ბოევიკებმა“ ფოტოები გამოაქვეყნეს, რომლებზეც თითქოს, ნაჩვენებია იარაღი და მოწყობილობა, რომელიც ამერიკელ ჯარისკაცებს ეკუთვნით და რომლებიც დაჯგუფებამ ავღანეთის აღმოსავლეთში ჩაიგდო ხელთ.
ინფორმაციის თანახმად, ფოტოებში ჩანს ამერიკული პორტატული სარაკეტო დანადგარი, რადიო, ყუმბარები და სხვა აღჭურვილობა, რომელიც, მათი ინფორმაციით, ავღანეთის ჯარს არ გააჩნია. ასევე ნაჩვენებია ამერიკის სპეცდანიშნულების რაზმის ერთ-ერთი წევრის საიდენტიფიკაციო ბარათი.
ამავდროულად, ამერიკის სარდლობა ქაბულში უარყოფს ნებისმიერ შესაძლებლობას იმის შესახებ, რომ ამერიკელი სამხედრო „ისლამური სახელმწიფოს“ ტყვეობაში იმყოფება.

interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა