თეგებით ძიება
11. 08. 2016 News-ები

მოსკოვში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი მეტსახელად „ნოდარ ტბილისკი“ დააკავეს

მოსკოვში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, საქართველოს მკვიდრი ნოდარ ალოიანი, მეტსახელად „ნოდარ ტბილისკი“ დააკავეს. როგორც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, ალოიანზე ბელგიასა და საფრანგეთში განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების გამო საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული.
უწყების ცნობით, 37 წლის ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს საფრანგეთის სამართალდამცავ ორგანოებს გადასცემენ.
რუსული პრესის ცნობით, ნოდარ ალოიანი 1979 წლის 23 იანვარს თბილისში დაიბადა. 2006 წელს ის საქართველოს დედაქალაქშიც დააკავეს.
ე.წ. კანონიერი ქურდის სტატუსი მან 2012 წელს მიიღო.

interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა