თეგებით ძიება
12. 08. 2016 News-ები

ქალწული - ჯანმრთელობა

ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს განსაკუთრებულად რთული და მოურჩენელი დაავადებები არ აქვთ. ისინი ძალიან ბევრს მუშაობენ, თითქმის არ ისვენებენ და ხშირად მოიხმარენ ალკოჰოლს, მაგრამ ეს არ არის სერიოზული პრობლემა. გაცილებით უარესი ის არის, რომ ქალწულები საერთოდ არ უფრთხილდებიან თავიანთ მგრძნობიარე ნერვულ სისტემას, არ აძლევენ იმის საშუალებას, რომ დაისვენოს და მოდუნდეს. ნერვულ სისტემას კი ყველაზე მეტად ზიანს აყენებს ზედმეტი დატვირთვა და მუდმივი პესიმიზმი.

ქალწულებზე ვერ ვიტყვით, რომ გულგრილები არიან თავიანთი ჯანმრთელობის მიმართ, რადგან ისინი ხშირად სტუმრობენ ექიმებს და მორჩილად ასრულებენ მათ მითითებებს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მათი რეკომენდაციები ხელს არ უშლის მუშაობაში. რამდენმა ექიმმაც არ უნდა ურჩიოს ქალწულის ნიშნებს დასვენება ისინი მაინც იშრომებენ, სანამ ძალა ეყოფათ.

ქალწულის სუსტი წერტილებია საჭმლის მომნელებელი სისტემა და ფილტვები. გარდა ამისა ისინი ხშირად ცივდებიან და მიდრეკილნი არიან ბრონქიტისა და პლევრიტის მიმართ.

სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა