ყავა და წნევა: მეცნიერთა აზრი
ყავა და წნევა: მეცნიერთა აზრი
მეცნიერები ჯერ კიდევ კამათობენ შეიძლება თუ არა ყავის დალევა წნევის დროს. იმის შსახებ, რომ ამ საოცარ სასმელს შეუძლია რაიმე ზიანი მიაყენოს გულსისხლძარღვთა სისტემას არ არის დადასტურებული. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ კოფეინის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მატება, ხოლო სხვები ამტკიცებენ, რომ მისი მიღების შემდეგ წნევა მცირდება.
სინამდვილეში ამ საკითხზე კამათი უსასრულოდ შეგვიძლია. მრავალმა კვლევამ დაადასტურა, რომ ყავა განსხვავებულ ეფექტს ახდენს ყველა ორგანიზმზე \'\'თავისებურად\'\'. პირველ რიგში მნიშვნელობ აქვს როგორი სიძლიერისაა სასმელი, მეორე,
მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის ინდივიდუალური მახასიათებლები.
თუ ადამიანს არ აქვს არტერიულ წნევასთან პრობლემები, მაშინ ყავის მოხმარება მას არანაირ ზიანს არ მიაყენებს. იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მაღალი წნევა კოფეინი ორმაგ შედეგს იძლევა, იწვევს, სისხლძარღვებში სპაზმს, შესაბამისად იზრდება წნევა, მაგრამ ამასთან ერთად ყავა ააქტიურებს საშარდე სისტემას და უზრუნველყობს შარდმდენ ეფექტს. შედეგად ჭარბ სითხესთან ერთად გამოიყოფა კალიუმის იონები, რომელიც საბოლოო ჯამში იწვევს წნევის რამდენიმე ერთეულით დაწევას.
სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი