თეგებით ძიება
15. 08. 2016 News-ები

ნინო ბურჯანაძე ე.წ. პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს მიმართავს

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა მიმართა პოლიტიკოსებს, მოიტანონ პოლიტიკური და სამართლებრივი არგუმენტები, რომელიც დღეს არის აქტუალური, აგვისტოს 2008 წლის შემდეგ არსებული რეალობიდან და მსოფლიოში და რეგიონში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე.

„მოიყვანეთ თქვენი არგუმენტები, რომლითაც მოსახლეობას მისცემთ მყარ საფუძველს იფიქროს, რომ თქვენ ხართ მართლები, რომ ნატო და ამერიკა არის საქართველოს ერთადერთი ხსნა, მე და ჩემი მეგობრები კი მოვიყვანთ ჩვენს არგუმენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ უნდა ითანამშრომლოს ყველასთან, მაგრამ მისი გადარჩენა არის არც ამერიკის შტატობა, არც რუსეთის გუბერნიობა, საქართველოს გადარჩენა არის დამოუკიდებელი და საქართველოს ინტერესების შესაბამისი პოლიტიკის წარმოება და საქართველოს გადარჩენა არის სწორედ ის, რომ გამოაცხადოს უბლოკო სტატუსი. ბუნებრივია, მე არ მაქვს არც თოქ-შოუებში მონაწილეობის პრობლემა, თუმცა თოქ-შოუ მოსახლეობას ვერ აძლევს სრულყოფილ ინფორმაციას, გთავაზობთ გავმართოთ გნებავთ კონფერენცია, გნებავთ დისკუსია, გნებავთ ანალიზი, რომელიც სრულად გადაიცემა ეროვნული მაუწყებლების მიერ პირდაპირ ეთერში. არავისზე ნაკლები ჭკუის არ გახლავთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, მათ შორის იმ ე.წ. პოლიტიკოსებზე ნაკლები ჭკუის, რომლებიც უბლოკო სტატუსს და ნეიტრალიტეტს ვერ არჩევენ ერთმანეთისაგან. გთავაზობთ ისტერიული ფონისა და შეურაცხყოფის გარეშე მოვასმენინოთ მოსახლეობას არგუმენტები და მათ გადაწყვიტონ, რა სჭირდება ჩვენს სამშობლოს უკეთესი მომავლისათვის. მე მზად ვარ ასეთი ღია დისკუსიისათვის!“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა