თეგებით ძიება
15. 08. 2016 News-ები

პარლამენტის ბიუროს სხდომა კვორუმის უქონლობის გამო ვერ შედგა

პარლამენტის ბიუროს სხდომა კვორუმის უქონლობის გამო ვერ შედგა. ბიუროს სხდომის ჩასატარებლად 17 დეპუტატის დასწრება იყო საჭირო, თუმცა სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარის ჩათვლით, მხოლოდ 9 დეპუტატი - "რესპუბლუკელების", "თავისუფალი დემოკრატების", "ეროვნული ფორუმის" და "მრეწველების" წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ბიუროს სხდომაზე დასასწრებად არ გამოჩენილან "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ბიუროს სხდომა 17 აგვისტოს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.

ბიუროს სხდომაზე დღეს ორ საკონსტიტუციო ინიციატივაზე უნდა ემსჯელათ. პირველი - ბიუროს სხდომას მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის პარლამენტისადმი მიმართვა უნდა წარდგენოდა, რომლის მიხედვით, აღნიშნული ჯგუფი საქართველოს ე.წ. უბლოკო სტატუსის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებასა და ამ მიზნით მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვებას გეგმავს და მეორე, უნდა განხილულიყო თავად დავით უსუფაშვილის ინიციატივა, რომ კონსტიტუციის პრეამბულას, სადაც საუბარია, რა სურს ქართველ ხალხს, დაემატოს ფრაზა: ”დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოების და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში”.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა