თეგებით ძიება
21. 08. 2016 News-ები

ტერაქტი თურქეთში - დაღულულია 30 ადამიანი

30 ადამიანი დაიღუპა ტერაქტის შედეგად თურქეთში. თვითმკვლელმა ტერორისტმა გვიან ღამით ქორწილში აიფეთქა თავი. თავდასხმა სირიის საზღვართან ქალაქ გზიანტეპში მოხდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულმა მაშველებმა ასამდე ადამიანი საავადმყოფდოში გადაიყვანეს. თურქეთის პრემიერის განცხადებით, აფეთქება ქალმა ტერორისტმა მოაწყო, რომელმაც ქორწილში მოხვედრა მოტყუებით მოახერხა.

ქვეყნის პრეზიდენტმა კი მომხდარში ისლამური სახელმწიფო დაადანაშაულა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა