თეგებით ძიება
21. 08. 2016 News-ები

ავტოსაგზაო შემთხვევა გორში მსხვერპლით დასრულდა

მორიგი ტრაგედია თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალზე. ე.წ. ცხინვალის ხიდებთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ერთმანეთს მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომანქანა და ტრაილერი შეეჯახა. ავარიის შედეგად ორივე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა,ადგილზე დაიღუპა მსუბუქ მანქანაში მყოფი ყველა ადამიანი, მათ შორის ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი. სატვირთოს მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შემთხვევის ადგილზე საჭირო გახდა სახანძრო ბრიგადის გამოძახება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის, მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის დროს, ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა