თეგებით ძიება
23. 08. 2016 News-ები

კურო - ხასიათი

კურო არის საოცრად ძლიერი და ჯიუტი, მაგრამ როგორც არ უნდა უცნაური იყოს უცხო კამპანიაში კურო თავს დაიჭერს, როგორც განსაკუთრებულ ადამიანად და ეცდება რაც შეიძლება სწრაფად დატოვოს ეს ხმაურიანი გარემო. მხოლოდ ახლობელი მეგობრების გვერდით, სადაც კუროს გარანტირებული აქვს კომფორტი-როგორც ფიზიკური ასევე სულიერი- მას შეუძლია გაჩერდეს მთელი საღამო. მის იშვიათ ფრაზებსა და ნელ მოძრაობებში ყოველთვის იგრძნობა სიმტკიცე და მისი ფარული ძალა.

\'\'ნელა, მაგრამ ზუსტად\'\'- ამ დევიზით მოცულია კურო, რომელიც მისი ცხოვრების ყველა სფეროში გამოიხატება. თუ კუროს რაიმესი მტკიცედ სჯერა შეუძლებელია, რომ მას უკან დაახევინოთ. თქვენ შეგიძლიათ საათების განმავლობაში ეცადოთ მისი დარწმუნება იმაში, რომ ის არასწორად იქცევა, უყვიროთ, ეჩხუბოთ, მაგრამ კურო თვალსაზრისს არ შეიცვლის.

ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები არ ჩქარობენ მიზნის მიღწევას. მაგრამ იქ სადაც სხვა ადამიანი ათჯერ შეისვნებს და გატყდებიან, ჯიუტი კურო არ გაჩერდება, სანამ თავისას არ მიაღწევს.

იმის გამო, რომ ის ძალიან მონდომებულია და აქვს სურვილი ცხოვრებაში მატერიალურ კეთილდღეობას მიაღწიოს, კუროს შეუძლია ეტაპობრივად განახორციელოს თავისი სურვილები და მას დროსთან ერთად ყველაფერი ექნება. მაგრამ ყველაზე მთავარი- ბალანსი და ჰარმონია- მიუხედავად მისი მიღწევებისა, დაისადგურებს მის სულში.

სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა