თეგებით ძიება
24. 08. 2016 News-ები

ქართული ოცნება კონსტიტუციაში გააკეთებს ჩანაწერს - „ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა“

"ჩვენ რა თქმა უნდა, მთლიანად ვიზიარებთ რეფერენდუმის ინიციატორთა სურვილს და სწორედ ჩვენი პოლიტიკური ძალა გახლდათ ინიციატორი პარლამენტში ამ საკონსტიტუციო ცვლილების და ეს პროცესი დაწყებულია და ბუნებრივია, როგორც კი დამთავრდება არჩევნები, ჩვენ აუცილებლად ამ საკონსტიტუციო ცვლილებას განვახორციელებთ და ეს ჩანაწერი აისახება საქართველოს კონსტიტუციაში.

"ის სპეკულაციები, რომ დასავლეთი არის ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება და ა.შ. არის წმინდა წყლის სპეკულაციები. ქართული ოცნება სწორედ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელშიც ყველაზე მეტად არის შერწყმული დასავლური და ჩვენი ქვეყნის ტრადიციული ფასეულობები,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა