თეგებით ძიება
24. 08. 2016 News-ები

გორში, ზოოპარკში დათვმა 60 წლის მამაკაცი დაგლიჯა

უბედური შემთხვევა მოხდა გორში. ქალაქის ცენტრალურ პარკში მოწყობილ ზოოპარკში დათვმა 60 წლის მამაკაცი დაასახიჩრა. თვითმხილველების განცხადებით, გია ჯაფარიძემ დამცავი ბარიერი გადალახა და დათვს დაუშვებლად მიუახლოვდა.

დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

60 წლის მამაკაცს დაზიანებები ძირითადად თავის არეში აქვს მიყენებული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა