თეგებით ძიება
24. 08. 2016 News-ები

ტყუპები - ხასიათი

\'\'ერთი ფეხი აქ, მეორე იქ\'\'-ეს გამოთქმა თითქოს ზუსტად ტყუპებისთვის შეიქმნა, რომლებსაც ამდენი სურთ, რომ გაიგონ ცხოვრებაში და რომლებსაც ერთ ადგილას ჯდომა არ შეუძლიათ. ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანთან ურთიერთობისას თქვენ დაგავიწყდებათ, რომ რაღაცის გაკეთება არ შეიძლება, და საერთოდ დღე არის თუ ღამე.

თუ თქვენ მთელი საღამო ელოდეთ მას და როდესაც დაურეკეთ გითხრათ, რომ სულ სხვა ქალაქშია სასწრაფო საქმეზე უნდა მიხვდეთ, რომ ეს ადამიანი ტყუპების ნიშნითაა დაბადებული. ისინი არ არიან პუნქტუალურები, თუმცა ყოველთვის სადღაც ეჩქარებათ.

ასეთი სიჩქარე და მოუთმენლობა ტყუპებში ვლინდება ყველაფერში, რუტინა მათ ძალიან აშინებთ. ისინი გაურბიან მას, როგორც ცეცხლს. მუდმივი სამუშაო ტყუპებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებათ, თუ ის მოიცავს საზღვარგარეთ ხშირ ვიზიტებს. მხოლოდ მაშინ იხსნება ტყუპების ტალანტი და გამოყოფენ ზღვა ენერგიას.

მეგობრულები და ცნობისმოყვარენი, ცვლილებების მოყვარულნი და მერყევები, სწრაფები და ენერგიულები. ტყუპების ცხოვრება ნამდვილი კალეიდოსკოპია.

სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა