თეგებით ძიება
25. 08. 2016 News-ები

უბედუე შემთხვევას ამერიკაში ქართველი მამაკაცი ემსხვერპლა

ამერიკის შეეთებულ შტატებში უბედურ შემთხვევას 37 წლის ზურაბ მძლეურის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ კორესპონდენტი ნიუ-იორკიდან იტყობინება, შემთხვევა ნებრასკის შტატში, ქალაქ ნორტ პლეიტში მოხდა.
ზურაბ მძლეურს, მასაჩუსეტსიდან კონექტიკუტის შტატის მიმართულებით ტრაილერთ მსუბუქი ავტომანქანები გადაჰქონდა. მას საპირისპირო მხრიდან მოძრავი ტრაილერი შეეჯახა. ავარიის შედეგად ორივე სატვირთოს მძღოლი გარდაიცვალა.
დაიღუპა აგრეთვე ერთ-ერთი ტრაილერის მგზავრი.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლი, რომელიც ზურაბ მძლეურის სატვირთოს დაეჯახა, დიაბეტით იყო დაავადებული და ავარიამდე რამდენიმე წამით ადრე კომაში ჩავარდა.
ნიუ-იორკის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესის მრევლი მწუხარებას გამოთქვამს ზურაბ მძლეურის გარდაცვალების გამო და დაღუპულის ოჯახს საძიმარს უცხადებს.

newspress.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა